აღწერა

Lenovo ThinkVision T27QD-40: პრემიუმ QHD დოკ-მონიტორი მეტი პროდუქტიულობისთვის

Lenovo ThinkVision T-სერია წარმოადგენს კორპორაციული მონიტორების უმაღლეს სტანდარტს, სადაც თითოეული დეტალი ხანგრძლივი და ინტენსიური სამუშაო პროცესის მაქსიმალური ეფექტურობისთვისაა დაპროექტებული. T27QD-40 მოდელი ამ სერიის ნამდვილი ფლაგმანია, ის წარმოადგენს არა უბრალოდ მონიტორს, არამედ სრულფასოვან, მაღალი წარმადობის სამუშაო ეკოსისტემას.

მისი მთავარი პლიუსია გაერთიანებული პრემიუმ მახასიათებლები და დოკ-სადგური. მაღალი გარჩევადობა, განახლების სიხშირე და კონტრასტულობა გვაძლევს მეტ სამუშაო სივრცეს და გამოსახულების იდეალურ აღქმას. ამასთან ჩაშენებული USB-C დოკ-სისტემა ლეპტოპის მოხმარებას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის: მხოლოდ ერთი კაბელის მიერთებით ლეპტოპი იმუხტება და მასთან ერთდროულად უკავშირდება ყველაფერი: მონიტორი, მაღალსიჩქარიანი ქსელი, კლავიატურა, მაუსი, პრინტერი, სკანერი, დინამიკები და ნებისმიერი სხვა საოფისე პერიფერია. შედეგად, იქმნება სრულყოფილი სამუშაო სივრცე, სადაც თვალის აპარატურული დაცვა და სრული ერგონომიული რეგულირება ხანგრძლივ სამუშაო დღეს მაქსიმალურად მსუბუქსა და პროდუქტიულს ხდის.

დანიშნულება :

  1. მენეჯერებისა და კორპორატიული სეგმენტისთვის: ოპტიმალური არჩევანია პროფესიონალებისთვის, რომელთაც სჭირდებათ ერთი კაბელით (Single-Cable Solution) ლეპტოპის მიერთება და პრემიუმ სამუშაო სივრცე.

  1. მრავალამოცანიანი მუშაობისა და მონაცემთა ანალიზისთვის: იდეალური გადაწყვეტილებაა ანალიტიკოსებისა და ინჟინრებისთვის, რომელთაც სჭირდებათ მაღალი გარჩევადობა (QHD) და მრავალმონიტორიანი (Daisy Chain) სისტემის აწყობა.

  1. ხანგრძლივი საოფისე მუშაოებისთვის: პრაქტიკული ინსტრუმენტია მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია თვალის დაცვის მაღალი სტანდარტი (TÜV Eye Comfort 5 Stars, Eyesafe 2.0) და სრული ერგონომიული რეგულირება.

ძირითადი მახასიათებლები (Highlights):

  1. 27″ QHD (2560×1440) IPS დისპლეი: უზრუნველყოფს მკვეთრ გამოსახულებას, დიდ სამუშაო ფართობსა და ფართო 178°/178° ხედვის კუთხეს.

  1. 48-120Hz ცვალებადი განახლების სიხშირე (VRR): უზრუნველყოფს კადრების დინამიურ სწრაფ გადასვლას და ამცირებს თვალის დაღლას.

  1. 99% sRGB და 99% BT.709 ფერთა დაფარვა: უზრუნველყოფს ფერების მაღალ სიზუსტესა და ბუნებრივ რეპროდუქციას.

  1. USB-C Docking Solution (100W Power Delivery): გადასცემს ვიდეოსიგნალს, მონაცემებს და პარალელურად მუხტავს მიერთებულ ლეპტოპს 100W სიმძლავრით.

  1. ჩაშენებული RJ-45 Gigabit Ethernet პორტი: უზრუნველყოფს სტაბილურ და სწრაფ სადენიან ინტერნეტკავშირს პირდაპირ მონიტორიდან.

  1. DisplayPort Out (Daisy Chain მხარდაჭერა): იძლევა რამდენიმე მონიტორის თანმიმდევრულად გადაბმის საშუალებას ლეპტოპიდან მხოლოდ ერთი კაბელის გამოყვანით.

  1. 1500:1 გაზრდილი კონტრასტულობა: უზრუნველყოფს ღრმა შავ ფერს და უკეთეს დეტალიზაციას ტექსტსა და გრაფიკაში.

  1. TÜV Rheinland Eye Comfort (5 Stars) & Natural Low Blue Light: იცავს მხედველობას ლურჯი განათებისგან აპარატურულ დონეზე, ფერების დამახინჯების გარეშე.

  1. მრავალფუნქციური USB 3.2 Gen 1 ჰაბი: მოიცავს 3x USB-A პორტს და წინ გამოსულ USB-C (15W PD) პორტს პერიფერიისა და მობილურების სწრაფი მიერთებისთვის.

  1. სრული ერგონომიული სადგამი: უზრუნველყოფს სიმაღლის რეგულირებას, დახრას (Tilt), მობრუნებას (Swivel) და ეკრანის 90°-ით ვერტიკალურ ბრუნვას (Pivot).

  1. ეკოლოგიური სერტიფიკაცია (EPEAT Gold, TCO 10, ENERGY STAR): აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

ტექნიკური მახასიათებლები

Product Model T27QD-40

დამატებითი ინფორმაცია

მწარმოებელი

Lenovo

მოდელი

T27QD-40

შეფასებები

მიმოხილვები ჯერ არ არის.


იყავით პირველი შემფასებელი: „ThinkVision T27QD-40, Lenovo, Monitor, 27″ 2K QHD, IPS,120Hz,4ms, 350nits, 1500:1, 99% sRGB, 1x RJ45, USB-C Docking 100W, HDM“

Related Products