აღწერა

Lenovo ThinkVision T32UD-40 (31.5″ / 80სმ): პრემიუმ 4K IPS მონიტორი USB-C დოკ-სადგურით – მაქსიმალური პროდუქტიულობა და სამუშაო სივრცე

Lenovo ThinkVision T32UD-40 არის დიდი ზომის (დიაგონალი 80სმ / 31.5″) 4K პროფესიონალური IPS მონიტორი, შექმნილი ინტენსიური სამუშაო პროცესების, ანალიტიკისა და მულტიტასკინგისთვის. ThinkVision T სერიის ლეგენდარული საიმედობა და ბიზნეს-სტანდარტი, უზარმაზარი სამუშაო სივრცე, ფერების მდიდარი პალიტრა და ჩაშენებული სრული USB-C დოკინგ-სადგური უზრუნველყოფს სამუშაო მაგიდის მაქსიმალურ ორგანიზებასა და მაღალ პროდუქტიულობას.

დანიშნულება (Best For):

  1. პრემიუმ სამუშაო სივრცე და მულტიტასკინგი (Analytics, Finance, Coding, Management): 80 სმ. უზარმაზარი ეკრანი გაძლევთ საშუალებას ერთდროულად გახსნათ და სრული მასშტაბით განათავსოთ რამდენიმე სამუშაო ფანჯარა, ვრცელი ცხრილი თუ კოდის რედაქტორი გვერდითა მონიტორის საჭიროების გარეშე.

  1. თანამედროვე ლეპტოპებთან მუშაობისთვის (One-Cable Solution): ჩაშენებული USB-C დოკინგ-სადგური იძლევა საშუალებას ერთი კაბელით დაუკავშიროთ ლეპტოპი მონიტორს — გადასცეთ გამოსახულება, მიაწოდოთ ენერგია სწრაფი დამუხტვისთვის და დააკავშიროთ ინტერნეტის კაბელი თუ პერიფერიული მოწყობილობები.

  1. ინჟინერიის, არქიტექტურისა და გრაფიკული პროექტებისთვის: მაღალი გარჩევადობა და გაზრდილი კონტრასტი ყოველ დეტალს, ნახაზს, 3D მოდელსა თუ არქიტექტურულ ხაზს ხდის ულტრამკაფიოსა და ზუსტს, რაც გამორიცხავს უმცირესი წვრილმანის გამორჩენასაც კი.

ძირითადი მახასიათებლები (Highlights):

  1. 4K UHD გარჩევადობა 80 სმ დიაგონალის ეკრანზე (16:9 ფორმატის მაქსიმალური სამუშაო სივრცე): უზრუნველყოფს პიქსელების მაღალ სიმჭიდროვესა და დეტალიზაციას. ნახაზები, არქიტექტურული პროექტები, მცირე შრიფტები და ვრცელი ცხრილები აღქმადია მაქსიმალური სიზუსტით, ხოლო 16:9 ფორმატი გაძლევთ კლასიკურ, უზარმაზარ სამუშაო ფართობს რამდენიმე ფანჯრის ერთდროულად განსათავსებლად.

  1. 1500:1 გაზრდილი IPS კონტრასტულობა & 350 nits სიკაშკაშე: სტანდარტულ (1000:1) IPS მონიტორებთან შედარებით 50%-ით გაზრდილი კონტრასტი უზრუნველყოფს შავისა და თეთრის უფრო მკვეთრ ზღვარს, ხოლო 350 nits სიკაშკაშე უზრუნველყოფს გამოსახულების სრულფასოვან აღქმას კარგად განათებულ ოთახსა თუ ოფისში.

  1. 99% sRGB ფერთა დაფარვა: უზრუნველყოფს ფერების ბუნებრივ და რეალისტურ გადმოცემას ყოველდღიური გრაფიკული ამოცანების, ვებ-დიზაინისა და ფოტოების დამუშავებისას.

  1. 99% BT.709 ფერთა დაფარვა & HDR10: ვიდეო-ინდუსტრიის სტანდარტული ფერთა სივრცე HDR10-თან ერთად უზრუნველყოფს ვიდეო-კონტენტის ზუსტ, სტანდარტების შესაბამის ასახვასა და გაფართოებულ დინამიურ დიაპაზონს.

  1. ThinkVision T სერიის ბიზნეს-პრემიუმ კლასი: შექმნილია მაღალი დატვირთვისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. იყენებს უმაღლესი ხარისხის მასალებს, საიმედო ელექტრონიკასა და კორპორატიული მართვის სტანდარტებს.

  1. სრული USB-C დოკინგ-სადგური (100W Power Delivery & RJ-45 Ethernet): ერთი კაბელით გადასცემს 4K ვიდეოსიგნალს (DisplayPort 1.4 Alt Mode), მიაწოდებს ლეპტოპს 100W-მდე ენერგიას ექსპლუატაციისთვის, უზრუნველყოფს სტაბილურ სადენიან ინტერნეტს (RJ-45) და აერთიანებს USB პერიფერიას — მაგიდაზე კაბელების ქაოსის გარეშე.

  1. თვალის დაცვის აპარატურული ტექნოლოგია (TÜV Eye Comfort 4 Stars & Natural Low Blue Light): ამცირებს თვალისთვის მავნე ლურჯ გამოსხივებას ისე, რომ ეკრანს ინარჩუნებს ბუნებრივ ფერთაგადმოცემას (არ აძლევს ყვითელ ელფერს). ეს საშუალებას გაძლევთ მთელი სამუშაო დღე გაატაროთ მონიტორთან თვალების დაღლის გარეშე.

  1. სრულიად ერგონომიული სადგამი (Tilt, Swivel, Pivot, Height Adjust): გაძლევთ საშუალებას მოარგოთ ეკრანის სიმაღლე, დახრილობა და გვერდებზე ბრუნვა თქვენს ჯდომის მანერას, ან გადაიყვანოთ ეკრანი 90°-ით ვერტიკალურ (Pivot) რეჟიმში, რაც იდეალურია კოდის წერისა და გრძელი დოკუმენტების დამუშავებისთვის.
  2. პროგრამული მართვა (Lenovo ThinkColour): გაძლევთ საშუალებას ეკრანის პარამეტრები, სიკაშკაშე და ფერთა პროფილები მანიპულატორით (Mouse) მარტივად, რამდენიმე დაწკაპუნებით მართოთ Windows და Mac OS სისტემებიდან — მონიტორის ფიზიკური ღილაკების გამოყენების გარეშე.
  3. ცენტრალიზებული ადმინისტრირება (LDFM – Lenovo Display Fleet Manager): IT ადმინისტრატორებს აძლევს საშუალებას დისტანციურად და ცენტრალიზებულად მართონ, განაახლონ და გააკონტროლონ კომპანიის ყველა მონიტორი.

ტექნიკური მახასიათებლები

Product Model T32UD-40

დამატებითი ინფორმაცია

მწარმოებელი

Lenovo

მოდელი

T32UD-40

შეფასებები

მიმოხილვები ჯერ არ არის.


იყავით პირველი შემფასებელი: „Lenovo ThinkVision T32UD-40 31.5″ 4K Monitor“

Related Products