აღწერა

Dell Pro E2426HB (23.8″): ვიდეოსაკონფერენციო მონიტორი 5MP კამერით

Dell Pro E2426HB არის სპეციალიზებული მონიტორი, რომელიც შექმნილია ონლაინ კომუნიკაციისა და დისტანციური სამუშაო პროცესის სრული ავტონომიისთვის. ეკრანში ინტეგრირებული ვებ-კამერა, ხმაურდამხშობი მიკროფონები და დინამიკები ქმნის მზა საკონფერენციო გარემოს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად ჩაერთოს დისტანციურ ზარებში და ვიდეოკონფერენციებში დამატებითი აქსესუარების შეძენისა და მიერთების გარეშე.

დანიშნულება (Best For):

  1. აქტიური ვიდეოზარებისა და ონლაინ შეხვედრებისთვის: იდეალური არჩევანია მენეჯერების, კონსულტანტებისა და იმ პროფესიონალებისთვის, ვისი სამუშაო დღის დიდი ნაწილიც Zoom, Teams ან Google Meet პლატფორმებზე მიმდინარეობს.

  1. დისტანციური სწავლებისა და ჰიბრიდული მუშაობისთვის: შესანიშნავია სტუდენტებისა და სახლიდან მომუშავე სპეციალისტებისთვის, ვისაც სჭირდება ონლაინ ლექციებსა თუ ტრენინგებზე მაღალი ხარისხის ვიდეო და ხმა.

  1. ჭკვიანური და პრაქტიკული არჩევანი: საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვისაც სურს თავიდან აირიდოს ცალკე ხარისხიანი კამერის, მიკროფონისა და დინამიკების ყიდვა. ზოგავთ როგორც ბიუჯეტს, ისე ადგილს სამუშაო მაგიდაზე.

ძირითადი მახასიათებლები (Highlights):

  1. ინტეგრირებული 5MP ვებ-კამერა & Windows Hello: უზრუნველყოფს მკაფიო, მაღალი ხარისხის ჩვენებას ვიდეო კომუნიკაციის დროს და სისტემაში სწრაფ ავტორიზაციას სახის ამოცნობით, ხოლო მექანიკური ჩამკეტი (Shutter) გარანტირებულად იცავს თქვენს კონფიდენციალურობას.

  1. 120Hz განახლების სიხშირე & 300 nits სიკაშკაშე: უზრუნველყოფს ტექსტის და დინამიური გამოსახულების სრულიად უწყვეტ, ბუნებრივ გადმოცემას, ხოლო 300 nits სიკაშკაშე იძლევა მკაფიო გამოსახულებას კარგად განათებულ ოთახშიც კი.

  1. ორმაგი ხმაურდამხშობი მიკროფონები: ეფექტურად ფილტრავს ოთახის ფონურ ხმაურს ზარის დროს და უზრუნველყოფს სუფთა, მკაფიო ხმას. პროგრამულ-აპარატურული ციფრული ჩახშობა (Digital Noise Reduction / DSP) იყენებს ორ მიკროფონს: ერთი აღიქვამს თქვენს ხმას, ხოლო მეორე ზომავს გარემოს ფონურ ხმაურს და პროგრამულად ალგორითმით ახშობს მას, რათა ზარის მეორე მხარეს თქვენი ხმა სუფთად ისმოდეს.

  1. ჩაშენებული 2 x 3W დინამიკები: უზრუნველყოფს ხარისხიან და მაღალ ხმას ზარებისა და მულტიმედიის მოსმენისას, დამატებითი აუდიო სისტემის შეძენის გარეშე.

  1. TÜV Rheinland® 3-Star აპარატურული თვალის დაცვა: ComfortView Plus ტექნოლოგია აპარატურულ დონეზე ამცირებს თვალის დამღლელ ლურჯ გამოსახულებას (≤50%) ფერების დამახინჯების გარეშე.

  1. ეკრანის მართვა კომპიუტერიდან (DDPM): საშუალებას გაძლევთ პირდაპირ კომპიუტერიდანვე მოირგოთ ეკრანის პარამეტრები, განახორციელოთ სიკაშკაშის ავტომატიზაცია და Easy Arrange-ის მეშვეობით ეფექტურად მართოთ სამუშაო სივრცე: მაგალითად, დააფიქსიროთ ვიდეოზარი ერთ ფანჯარაში და პარალელურად გააგრძელოთ კომფორტული მუშაობა ფანჯრების ჩაკეცვა-წინა პლანზე გამოტანის გარეშე.

  1. მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო გარემო: ერგონომიული სადგამი (Height, Pivot, Swivel, Tilt) საშუალებას გაძლევთ ეკრანის სიმაღლე, დახრა და კუთხე იდეალურად მოარგოთ თვალის დონეს, რაც ამცირებს დაძაბულობას ხანგრძლივი მუშაობისას.

  1. მოწესრიგებული სამუშაო სივრცე ზედმეტი სადენების გარეშე: ჩაშენებული კამერის, მიკროფონისა და დინამიკების გარდა, მონიტორს აქვს 4xUSB-A მაღალსიჩქარიანი (5Gbps) ჰაბი პერიფერიის პირდაპირი მიერთებისთვის და ასევე DisplayPort Out (Daisy Chain) მეორე მონიტორის მარტივად მისაერთებლად კომპიუტერთან დამატებითი კაბელის გარეშე.

ტექნიკური მახასიათებლები

Product Model E2426HB

დამატებითი ინფორმაცია

მწარმოებელი

DELL

შეფასებები

მიმოხილვები ჯერ არ არის.


იყავით პირველი შემფასებელი: „DELL Pro E2426HB 24 Video Conferencing FHD Monitor“

Related Products